imedi /  15 თებერვალი 2017, 17:26 / სანდო წყარო

თბილისის გარკვეულ უბნებს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ხვალ თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კერძოდ, 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომენტარები ()