imedi /  16 თებერვალი 2017, 13:17 / სანდო წყარო

კერძო სკოლა "ხიხანს" ავტორიზაცია გაუუქმდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ თბილისში კერძო სკოლა "ხიხანს" ავტორიზაცია გაუუქმა. სკოლის დირექცია საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, მონიტორინგმა დარღვევები გამოავლინა, მათ შორის - სკოლას არ ჰყავს არცერთი პედაგოგი მოქმედი ხელშეკრულებით; სკოლას ოფიციალურად 191 მოსწავლე ჰყავს, გაკვეთილებს კი, 14 მოსწავლე ესწრებოდა; ჟურნალში არ ხდება შეფასების შეტანა და სხვ.

კომენტარები ()