საქართველო

imedi /  16 თებერვალი 2017, 16:14 / სანდო წყარო

გორში ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

გორში უბედური შემთხვევა მოხდა. კვერნაკის დასახლებაში 28 წლის ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

მიზეზი სავარაუდოდ აბაზანაში დამონტაჟებული გამათბობლის გაუმართაობა გახდა. ზუსტ მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს, გამოძიება 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორში ეს ბუნებრივი აირით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

კომენტარები ()