imedi /  16 თებერვალი 2017, 19:08 / სანდო წყარო

თბილისის ლოკომოტივმა უკრაინული დნიპრო 2:1 დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე, თბილისის ლოკომოტივმა მეორე ამხანაგურ მატჩში უკრაინული დნიპრო 2:1 დაამარცხა.

სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში თბილისის ლოკომოტივის კაპიტანმა დავით უბილავამ გახსნა. დნიპროს მეორე გოლი გიორგი რეხვიაშვილმა გაუტანა.

უკრაინელებმა ერთადერთი გოლის გატანა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შეძლეს.

გუნდის მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მეორე ტაიმის მე-60 წუთიდან შემადგენლობა შეცვალა. მესამე ამხანაგურ მატჩს, ლოკომოტივი 18 თებერვალს, ყაზახური ქაისარის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები ()