საქართველო

imedi /  17 თებერვალი 2017, 17:06 / სანდო წყარო

საქართველოს პრემიერი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან

ევროკავშირის საბჭოს მომავალი პრეზიდენტი ქვეყანა ესტონეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის, ამ თვალსაზრისით, მაქსიმალურად დაეხმაროს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა კერსტი კალიულაიდს ესტონეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საგადასახადო სისტემის ე.წ ესტონური მოდელი ინერგება, რომელიც რეინვესტირებული მოგების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

საქართველოს პრემიერმინისტრი ასევე  შეხვდა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.  საუბარი სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც 2017 წელს გაიმართება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელ ვიზიტს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მაისში იგეგმება. 

შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

კომენტარები ()