imedi /  17 თებერვალი 2017, 18:05 / სანდო წყარო

მიუნხენში საქართველოს დელეგაცია ფატუ ბენსუდას შეხვდება

ფატუ ბენსუდა

"გამოძიების პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას და სამხილებს, რომელიც გვჭირდება", - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა.

18 თებერვალს ფატუ ბენსუდას საქართველოს დელეგაცია შეხვდება. როგორც პროკურორი ამბობს, გამოძიებას საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სჭირდება. ბენსუდას განმარტებით, ასეთ შეხვედრებზე განიხილავენ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.

მისივე თქმით, შეთავაზების მიუხედავად, ამ დრომდე რუსეთს თანაშრომლობის სურვილი არ გამოუთქვამს. ბენსუდა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, თუ რუსეთი არ ითანამშრომლებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, ეს გამოძიების პროცესს არავითარ შემთხვევაში არ შეაჩერებს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებს იძიებს.

კომენტარები ()