საქართველო

imedi /  17 თებერვალი 2017, 18:06 / სანდო წყარო

საპარლამენტო უმრავლესობაში მამუკა ახვლედიანის განცხადებების არ სჯერათ

გია ვოლსკი
ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობაში სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებების არ სჯერათ.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ის  ენდობა გამოძიებას და ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ბესელიას თქმით, ახვლედიანს, როგორც ამ აუდიოჩანაწერის ფიგურანტს, უფლება აქვს, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს. 

"გამოძიებას აქვს საკუთარი კრიტერიუმები. როგორც წესი ის ეყრდნობა ობიექტურ მტკიცებულებებს, როგორიც არის ექსპერტიზის დასკვნა და არა პირის სუბიექტური პოზიცია, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის წინააღმდეგ არაფერი თქვას".

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გია ვოლსკის თქმით კი, ახვლედიანს დღეს სხვა გზა არ აქვს და ის იძულებულია ჩანაწერის ავთენტურობა უარყოს, "ან მაშინ უნდა განმარტოს საიდან აქვს ქონება, რა თემებზე ლაპარაკობს, რას ეხებოდა იმ მილიონებზე საუბარი იმ ჩანაწერში", - ამბობს გია ვოლსკი.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მოსამართლის წინაშე, მოწმის სახით დაიკითხა. საქმე ეხება გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებას, რომელიც 2016 წლის 4 ოქტომბერს youtube-ზე გამოქვეყნდა. 

 

კომენტარები ()