საქართველო

imedi /  17 თებერვალი 2017, 18:54 / სანდო წყარო

ღამე თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია გაეთიშება

18 თებერვალს, 03:00-დან 04:00 საათამდე ინტერვალში, 5-10 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მთაწმინდის, ბაგების, ვაკის, საბურთალოს რაიონების და ქალაქ რუსთავის აბონენტებს.

გადართვები ხდება ჩიხური სქემით სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის დაწყების გამო.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.

კომენტარები ()