imedi /  17 თებერვალი 2017, 18:59 / სანდო წყარო

სოფელ დიღმის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, დღეს, 17:30 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სოფელ დიღომში, ნაკვეთი №458-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ასევე, რამაზის, თინათინის, უსენისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აბონენტებს გაზის მიწოდება ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ. "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოუწოდებს მოსახლეობას, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ, ხოლო ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდეთ. 

კომენტარები ()