კულტურა

imedi /  17 თებერვალი 2017, 19:03 / სანდო წყარო

თბილისში პიკასოს, კანდინსკის და რუბოს ნამუშევრების გამოფენა იხსნება

ხელოვნების სასახლე

თბილისის ხელოვნების სასახლეში (თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზუმი) პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის და ფრანც რუბოს ნამუშევრებს გამოფენენ. მსოფლიო შედევრების ექსპოზიცია 18 თებერვალს 14:00 საათზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.

პიკასოს, კანდინსკის და რუბოს ნამუშევრების გარდა, სასახლეში ასევე გამოფენენ ქართველი ფერმწერის გიგო გაბაშვილის ტილოებს.

ექსპოზიციაში სულ 8 ნამუშევარს წარმოადგენენ. ყველა ნახატი თბილისში აშშ-დან ჩამოიტანეს, სადაც ისინი სახვითი ხელოვნების ქართველი კოლექციონერის, დავით კობახიძის კერძო კოლექციაში ინახება.

მუზეუმის დირექტორის, გიორგი კალანდიას თქმით, ნამუშევრების ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები უკვე თბილისშია.

ნახატებს ხელოვნების სასახლეში დავით არსენიშვილის დარბაზში გამოფენენ. გამოფენა ფასიანია, შესვლა უფროსებისთვის - 2 ლარი, ხოლო ბავშვებისთვის - 1 ლარი ეღირება.

კომენტარები ()