imedi /  17 თებერვალი 2017, 19:21 / სანდო წყარო

თოჯინების თეატრს ახალი შენობა ექნება

თოჯინების თეატრის ახალი შენობა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს საკუთარი შენობა ექნება. ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც თეატრის წარმომადგენლები იუწყებიან, შენობა მაქსიმალურადაა მორგებული თანამედროვე სტანდარტებს, შენდება თოჯინური თეატრის სპეციფიკის სრული გათვალისწინებით და გარემო მთლიანად ადაპტირდება პატარა მაყურებელზე.

თეატრი ახალ მისამართზე - აღმაშენებლის N136-ში განთავსდება.

თოჯინების თეატრი 2011 წლის მარტიდან, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებისთანავე, შენობის გარეშე დარჩა. 6 წლის განმავლობაში დასი სპექტაკლებს ნაქირავებ ფართში დგამდა.

 

 

კომენტარები ()