imedi /  21 თებერვალი 2017, 10:30 / სანდო წყარო

ლავროვი: ფატუ ბენსუდას ცალმხრივი პოზიცია აქვს

ფატუ ბენსუდა

რუსეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხში, არ ითანამშრომლებს.

"პროკურორმა სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და რუსეთის მიერ მიწოდებული მასალები გვერდზე გადადო, რომლებიც უპირობოდ ადასტურებენ, რომ კონფლიქტი სააკაშვილმა დაიწყო. ნათელია ფატუ ბენსუდას ცალმხრივი პოზიციის მიზანი. დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლობას ვერ შევძლებთ", - ამბობს რუსეთის პირველი დიპლომატი.

სერგეი ლავროვი და ფატუ ბენსუდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ.

კომენტარები ()