imedi /  24 თებერვალი 2017, 21:42 / სანდო წყარო

დიუსელდორფის გრან პრიზე საქართველომ ოქრო და ვერცხლი მოიპოვა

24 თებერვალს, დიუსელდორფში დაწყებულ ძიუდოისტთა "გრან სლემზე" საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული, 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გახდა, ხოლო ვერცხლი ამირან პაპინაშვილს ერგო. 

ევროპის ჩემპიონმა მარგველაშვილმა, ფინალურ შეხვედრაში, იაპონელს დამატებით დროში, ვაზარზე დაგდებით მოუგო, მანამდე კი გერმანელ, ბულგარელ, რუს და ებრაელ ძიუდოისტებს აჯობა. 

პაპინაშვილი ფინალურ შეხვედრაზე, მონღოლ ბოლდბაათართან შერკინებაში დამარცხდა. 

ხვალ, 25 თებერვალს 2 წონით კატეგორიაში 4 ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი , ამბაკო ავალიანი და ნუგზარ ტატალაშვილი იასპარეზებენ.

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარეობს გრან პრი, სადაც საქართველოს ნაკრები, წამყვანი ძიუდოისტების სრული შემადგენლობით იღებს მონაწილეობას.

კომენტარები ()