imedi /  25 თებერვალი 2017, 16:31 / სანდო წყარო

დედაქალაქის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს შეუწყდება.

კერძოდ: საბურთალოს რაიონში, 12:45-დან 18:00 საათამდე, წაყლმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის ქუჩის N77-ში მცხოვრებ მოსახლეობას; ჩუღურეთის რაიონში, 08:36-დან 17:00 საათამდე - ცაიშის, აბაშის, სენაკის, ხონის, სალხინოს, ლებარდეს, ასხინის, თეკლათის, ჭალადიდის, გივიშვილის, ქვალონის ქუჩებსა და ქურთების დასახლებას;  ნაძალადევის რაიონში, 16:00-დან 23:00 საათამდე - დეპოს, კავთისხევის, ლეჩხუმის, მახინჯაურისა და ხევსურეთის ქუჩებს; სამგორის რაიონში, 15:00-დან 21:00 საათამდე - აეროდრომის დასახლებასა და წულუკიძის ქუჩას.

გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დასამონტაჟებლად სამუშაოები მიმდინარეობს. 

აღნიშნული სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება ზაჰესის დასახლებასა და საბურთალოს რაიონებში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის და მიმდებარე ქუჩებს; სოფელ ზურგოვანს; ამერიკის საელჩოს დასახლებას; დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებას; საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას; ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას; დიღმის მასივის I კვარტალს N10, N11 და N12 კორპუსებს; სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას; ზემო ვეძისის დასახლებას; თამარაშვილის, გოთუას და მიმდებარე ქუჩებს;

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, 25 თებერვალს, 23:50 საათიდან აღდგება.


 

კომენტარები ()