imedi /  27 თებერვალი 2017, 01:56 / სანდო წყარო

27 თებერვალს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ორშაბათს, 27 თებერვალს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეეზღუდება. კერძოდ: 

11:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ალისუბანში, საზანოში, ტუზისა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 3900 აბონენტს; 

14:00-დან 15:00 საათამდე - 2212 აბონენტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დაბა ნატანები, თხინვალი, ნაღობილევი; 

11:00-დან 18:00 საათამდე - 2936 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტშის სოფელ სართიჭალასა და მიმდებარე სოფლებში; 

12:00-დან 16:00 საათამდე - 35 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცხვირისი და ფარეხა; 

12:00-დან 13:30 საათამდე - 1039 აბონენტს ცენტროლიტის დასახლებაში; 

13:00-დან 14:00 საათამდე - 203 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში.

კომენტარები ()