imedi /  03 მარტი 2017, 14:42 / სანდო წყარო

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება.

თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა.

ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან.

კომენტარები ()