imedi /  07 მარტი 2017, 14:10 / სანდო წყარო

ნაციონალები ციხისძირიდან ხეების გადარგვას აპროტესტებენ

ნაციონალური მოძრაობის აქცია ციხისძირში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ციხისძირის სანერგე მეურნეობაში ხეების გადარგვის პროცესი გააპროტესტეს. ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაპირებული აღმშენებლობის ნაცვლად ტერიტორიების აოხრება დაიწყო. ასწლოვანი ხეები ივანიშვილს გურიაში დენდროლოგიურ პარკში ზღვის გავლით გადააქვს.

ფონდ "ქართუში" კი ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე სკვერის ნაწილი უკვე გაშენდა, პროცესის დასრულების შემდეგ კი ტერიტორიაზე ინფრასტუქტურა მოეწყობა, რაც  გარეგანათების მოწყობას გულისხმობს.

"ქართუში" "ნაციონალურ მოძრაობას"  მათი მმართველობის პერიოდში ციხისძირის ტერიტორიის პირადი ინტერესებით 1 დოლარად გასხვისებას ახსენებენ.

კომენტარები ()