imedi /  07 მარტი 2017, 19:34 / სანდო წყარო

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

ოლიმპიურ სასახლეში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. დასკვნით დღეს ჩემპიონები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

61 კგ წონით კატეგორიაში ქვეყნის ჩემპიონი ოლმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. 70 კილოგამში - დავით ტლაშაძე, 86 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო დავით მარსაგიშვილმა, ხოლო მძიმე წონაში ოქროს მედალი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი გახდა.

შეჯიბრის პირველ დღეს ქვეყნის ჩემპიონები (57 კგ) ოთარ გოგავა, (65 კგ) ზურა იაკობაშვილი, (74 კგ) ავნთანდილ კენჭაძე და (97 კგ ) ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ.

ეროვნული ჩემპიონატის შედეგად დაკომპლექტება ნაკრები, რომელიც 2-7 მაისს სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები ()