imedi /  12 მარტი 2017, 16:10 / სანდო წყარო

პრემიერი: გუშინ სახიფათო გზაზე გავიარეთ

გიორგი კვირიკაშვილი

აჭარის მთავარ სამმართველოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უმკაცრეს პასუხს გასცემს ყველას, ვინც არ დაემორჩილება კანონს, მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა ადეკვატური  მოქმედებისთვის. 

"მადლობას გიხდით გმირობისა და მოთმინებისთვის. სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები იყენებენ იმდენ ძალას, რამდენიც საჭიროა სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. მინდა, იცოდეთ, რომ ყველა თქვენგანის გვერდით ვარ. მინდა იცოდეთ და იამაყოთ, რომ გუშინდელ ღამეს გავიარეთ ნამდვილად ძალიან სახიფათო ზღვარზე, მაგრამ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევასრულეთ ჩვენი ამოცანა ისე და გამოვიყენეთ იმდენი ძალა, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მინდა, მოთმინებისთვის და გმირობისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს და მინდა, წარმატება გისურვოთ. ასევე, მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველას, ვინც დაზიანდა გუშინ", - განუცხადა კვირიკაშვილმა სამართალდამცავებს.

კომენტარები ()