imedi /  12 მარტი 2017, 16:32 / სანდო წყარო

ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა, რის შედეგადაც დიდი ჯიხაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

GWP ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, გადაერთების სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს და 20 მარტს დაასრულებს.

კომპანიამ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა: წყალსადნის ქსელის 3.6 კმ სიგრძის და წყალარინების ქსელის 1.7 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეცვალა და 19 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.

GWP-მა დიდი ჯიხაიშის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გადაერთების სამუშაოს წარმოებისთვის, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც მოსახლეობას პერიოდულად, რამდენიმე საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომპანია წინასწარ, SMS შეტყობინებით და მედია საშუალებით გაავრცელებს.

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების II ეტაპი ხვალიდან გაგრძელდება, რის გამოც 13 და 14 მარტს, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:
ჯავის, ზედაზენის, იმერეთის, გრუზინსკის, კოკინაკის და მოლიკოვის ქუჩებს;

 

კომენტარები ()