imedi /  14 მარტი 2017, 08:30 / სანდო წყარო

აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო ტურები ჩატარდება

15-17 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო ტურები ჩატარდება.

ისინი შეხვდებიან საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და გაეცნობიან პროექტს goNaec, რომელიც მათ საკუთარი ცოდნის და უნარების შემოწმებაში დაეხმარება.

მოეწყობა საილუსტრაციო კუთხე, შინაარსობრივ და პროცედურულ საკითხებზე, ვიზუალური და ნაბეჭდი პროდუქციით.

ტური 14:00, 15:00 და 16:00 საათებზე დაიწყება. მსურველი 10 წუთით ადრე უნდა მივიდეს.

მისამართი: მინდელის N9

შესაძლებელია დაჯავშნა: 247 33 33

კომენტარები ()