imedi /  14 მარტი 2017, 09:30 / სანდო წყარო

მარგველაშვილი ოპოზიციური ფრაქციების წევრებს შეხვდება

პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტი "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონზე კონსულტაციები ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა.

"სამწუხაროდ, უმრავლესობის პასუხი ჯერ არ მიგვიღია", - ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა 21 მარტამდე უნდა გადაწყვიტოს - კანონს ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს.

კომენტარები ()