imedi /  14 მარტი 2017, 13:07 / სანდო წყარო

თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, დღეს, 11:30 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქუჩა №57, №59, №61, ფიროსმანის ქუჩა №42, №44, №46-ში მცხოვრებ მოსახლეობას. ასევე გოგოლის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები ()