imedi /  14 მარტი 2017, 14:55 / სანდო წყარო

პრემიერის ინიციატივით, გუდაურში საკონფერენციო ცენტრი აშენდება

გიორგი კვირიკაშვილი

გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე, 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება. ამ ინიციატივით პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.

გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი ადგილის შერჩევა  ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკონფერენციო ცენტრის პროექტი ევროპული ანალოგების მაგალითზე განხორციელდება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.

პრემიერის შეფასებით, გუდაურში მსგავსი სივრცის არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

 

კომენტარები ()