imedi /  14 მარტი 2017, 18:44 / სანდო წყარო

საქართველოს უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

მიხეილ ჯანელიძე

17-18 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ორივე ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირების ვიზიტისას, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხება უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების მოსამზადებელ საკითხებს.

როგორც ცნობილია თბილისს უკრაინის პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევიან.

კომენტარები ()