imedi /  16 მარტი 2017, 08:08 / სანდო წყარო

საქართველოს და თურქეთის პრემიერებმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს

ბინალი ილდირიმი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს, რომელიც გუშინ ბათუმს რამდენიმე საათით ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. წელს თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომა უნდა გაიმართოს. გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, ამ სხდომას საქართველომ უმასპინძლოს, რომელიც, ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება.

თურქეთის პრემიერმინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ელოდება გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტის ფარგლებში, რომელიც 22 მაისს სტამბოლში გაიმართება.

კომენტარები ()