imedi /  16 მარტი 2017, 08:17 / სანდო წყარო

თბილისში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან. 

მიხეილ ჯანელიძე უნგრელ კოლეგას საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

შეხვედრებზე საუბარი შეეხება, ორი ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებო და კულტურის სფეროებში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის საგრანტო პროგრამის შესახებ ხელშეკრულებას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტექნოპარკს ესტუმრება. 

კომენტარები ()