imedi /  16 მარტი 2017, 11:57 / სანდო წყარო

ოპოზიცია: ხელისუფლებამ გადაბრალების პოლიტიკა აირჩია

ირაკლი აბესაძე

ხელისუფლებამ გადაბრალების პოლიტიკა აირჩია - ასე ეხმაურებიან ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ.

"ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, რომ კვირიკაშვილმა განცხადებაში "ნაციონალურ მოძრაობაზე" მითითებით გამოძიებას მიმართულება მისცა და აშკარაა, რა შედეგით დაასრულებს მუშაობას საგამოძიებო უწყება.

"ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით, პრემიერმა მოვლენების პოლიტიკური შეფასება გააკეთა, გამოძიება კი თავის სიტყვას იტყვის. ამასთან, ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები და ქმედებები ნამდვილად იწვევდა საფუძვლიან ეჭვს მათი ჩართულობის შესახებ.

კომენტარები ()