imedi /  16 მარტი 2017, 12:00 / სანდო წყარო

ევროპული საქართველო: ოკუპაციის გაღრმავების ფონზე მთავრობის უმოქმედობა მავნებლობაა

გიორგი კანდელაკი

"ევროპული საქართველო" რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალის რეგიონის სამხედრო სივრცეში ფორმალური ინტეგრირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გმობს. ამის შესახებ პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს უთხრა. 

"ამ ნაბიჯით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მტრული დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ შეცვლილა. ამასთან ერთად, გამოვხატავთ შეშფოთებას ამ სახიფათო ნაბიჯების შესაჩერებლად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯებისა და ზოგადად, უმაღლეს დონეზე მთავრობის პასიურობის გამო", - ამბობს კანდელაკი.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო შენაერთები უახლოეს მომავალში რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდება. სეპარატისტული რეჟიმის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული შეთანხმება რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა და ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაუგზავნა. 

საქართველოში ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ისე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა

კომენტარები ()