imedi /  16 მარტი 2017, 16:03 / სანდო წყარო

გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი
ილჰამ ალიევი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის განვითარებით. 

პრეზიდენტებმა "სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის განხორციელებაზეც იმსჯელეს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პროექტი საკვანძო როლს ასრულებს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, როგორც რეგიონში, ისე მთელ ევროპაში.

მარგველაშვილმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არსებული პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული. 

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხები, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით უნდა გადაიჭრას.

შეხვედრისას, ასევე ითქვა, რომ წელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წელი შესრულდება.

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ბაქოს მეხუთე გლობალური ფორუმის ფარგლებში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვითაც მიმართა. 

კომენტარები ()