imedi /  16 მარტი 2017, 17:00 / სანდო წყარო

კვლევა: თბილისის მოსახლეობის 86% თავს რელიგიურად თვლის

ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 86% თავს რელიგიურად თვლის. 

გამოკითხული ადამიანებისგან, რომელიც თავს რელიგიურად თვლიან მხოლოდ 5% არ დადის ეკლესიაში.

ეკლესიაში სიარული არც თუ ისე ხშირი ქცევაა დანარჩენი გამოკითხულებისთვისაც - უმრავლესობა (63%) ეკლესიაში თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად დადის. ეკლესიაში კვირაში რამდენჯერმე გამოკითხულთა 3% დადის, კვირაში ერთხელ - 12%, ხოლო ყოველ დღე - 1%.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული თბილისელების 58%, რომელიც თავს რელიგიურად თვლის, არასდროს დაუცავს მარხვა, 16% ხშირად იცავს მას, 26% კი იშვიათად იცავს მარხვას.

გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარდა და გამოკითხა თბილისში მცხოვრები 400 ადამიანი. კვლევა 2017 წლის იანვარში ჩაატარდა. ორგანიზაციის ცნობით, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება  4.9%-ს არ აღემატება. კვლევისას გამოყენებული მეთოდი  პირისპირ ინტერვიუ.

კომენტარები ()