imedi /  17 მარტი 2017, 21:00 / სანდო წყარო

ALL Blacks-მა, შესაძლოა, თბილისში ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ითამაშოს

"ALL Blacks" თბილისში "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ თამაშს არ გამორიცხავს. ამის შესახებ გაზეთი "New Zealand herald" წერს.

ახალი კალენდარი, რომელიც "მსოფლიო რაგბმა" დაამტკიცა, მზარდი სარაგბო ქვეყნებისთვის ახალ სტანდარტებს ადგენს. 2020 წლიდან პირველი დონის ნაკრებები მეორე დონის გუნდებთან უფრო ხშირად ითამაშებენ.

ახალი ზელანდიის რაგბის ხელმძღვანელის, სტივ ტევის განცხადებით, შესაძლოა, დაუშვან შესაძლებლობა, რომ ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებმა ითამაშოს, მაგალითად, თბილისში - წერს გამოცემა.

ახალი ზელანდიის მსგავსად, თბილისმა, შესაძლოა, ექვსი ერის ქვეყნებსაც უმასპინძლოს.

კომენტარები ()