imedi /  18 მარტი 2017, 19:18 / სანდო წყარო

ახმეტის სკოლები და ბაღები ბრიკეტებით გათბება

შეშის ეკონომიის მიზნით, ხე-ტყის ნარჩენებისგან ბრიკეტების წარმოების საპილოტე პროექტი ახმეტაში ხორციელდება. ბრიკეტებს სკოლებს და საბავშვო ბაღებს გადასცემენ.

"ბრიკეტებისთვის სპეციალურ ღუმელებს შევიძენთ. სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. ამიტომ თანამედროვე ალტერნატივებს უნდა მივმართოთ", - ამბობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

პროექტი ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გაერო-ს ფინანსური მხარდაჭერით, CENN-ის, GIZ-ის და მწვანეების მონაწილეობით დაიწყო.

კომენტარები ()