imedi /  19 მარტი 2017, 00:47 / სანდო წყარო

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, 20 მაისს გაიხსნება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, სავარაუდოდ, 20 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი "კახეთის ხმა" ავრცელებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, გზის აღდგენის სამუშაოები მარტის ბოლოდან დაიწყება.

საგზაო სამუშაოებზე სამი წლის განმავლობაში 1 236 791 ლარი დაიხარჯება. როგორც knews.ge–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, თუშეთის გზის შეკეთების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 2016 წელს 5 000 ლარი დაიხარჯა; 2017 წელს 410 000 ლარია გათავალისწინებული, 2018 წელს 410 000 ლარი გამოიყოფა, ხოლო 2019 წელს - 411 791 ლარი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოებს შპს "თუშეთის გზა" ახორციელებდა. 

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი.

კომენტარები ()