imedi /  19 მარტი 2017, 13:11 / სანდო წყარო

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. "ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი. განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა, "-ნათქვამია განცხადებაში. 

სურსათის ეროვნული სააგენტო  მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. 

კომენტარები ()