imedi /  19 მარტი 2017, 17:00 / სანდო წყარო

რუსთავში ბუნებრივი აირის მილზე მიერთებული წყლის მილი ისევ იპოვეს

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში, ადგილობრივმა მოსახლემ, თვითნებურად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის გამო, 100-მდე ოჯახი წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა.

მან ბუნებრივი აირის მილზე წყლის მილი დააერთა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მსგავსი შემთხვევა რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზეც მოხდა. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი, სამხარეო ხელისუფლების და "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ რუსთავში 808 ბინა შეამოწმა. აქედან, 471 გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული. 

ქალაქში გამათბობლების შემოწმება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირით მოწამვლის 150 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 8 შემთხვევა ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.

კომენტარები ()