imedi /  19 მარტი 2017, 22:42 / სანდო წყარო

ბუნებრივი აირით რუსთავში კიდევ 3 ადამიანი მოიწამლა

ქალაქ რუსთავში, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით სამი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. ინფორმაციას სააგენტო IPN ავრცელებს.

შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ექიმები ამბობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

რუსთავში გამათბობლების შემოწმება 14 მარტს დაიწყო. ადგილობრივი, სამხარეო ხელისუფლების და "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ რუსთავში 808 ბინა შეამოწმა. აქედან, არასწორად დამონტაჟებული გამათბობლების რაოდენობა 471 ბინაში აღმოჩნდა. 

კომენტარები ()