Imedi /  20 მარტი 2017, 12:26 / სანდო წყარო

ელისო კილაძის მეუღლე სახელწიფოს მედალს უბრუნებს

ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელწიფოს "მხედრული მამაცობისთვის" მედალს უბრუნებს, რომელიც განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის შს მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა გადასცა. მას სჯერა, რომ პოლიციელებმა მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.

ჟურნალისტმა განცხადება მოდულის შენობასთან გააკეთა.

"ქრონიკა +"-ის რედაქტორის შვილი, 28 წლის დავით ხარშილაძე 13 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია 2 შეკვრა ფხვნილი და აბები.

კომენტარები ()