imedi /  20 მარტი 2017, 14:07 / სანდო წყარო

საერთაშირისო გამჭვირვალობა საიას შეფასებებს არ ეთანხმება

ოლიკო შერმადინი
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" წევრი

ზვიად ნაზღაიძის საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევასა და შესაბამის მოთხოვნებს არასამთავრობოების ნაწილი არ იზიარებს. 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ საქმეში კორუფციის არარსებობაზე 1 თვის წინაც მიუთითა. მესამე სექტორის ნაწილი ნაზღაიძის საქმეში დარღვევებს ვერ ხედავს და შესაბამისად არც ახალი გამოძიების დაწყებას მიიჩნევს საჭიროდ. "ჩვენი აზრით არ იკვეთება კორუფციული გარიგების ნიშნები. ჩვენს მიერ შესწავლილი დოკუმენებიდან ჩანს, რომ რეალურად ზვიად ნაზღაიძემ 80 ათასი დოლარი მიიღო. ეს მასსა და ზვიად ჩოხელს შორის მანამდე არსებული სამოქალაქო ურთიერთობებიდან გამომდინარეობს,"- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს წევრი ოლიკო შერმადინი.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულად ცნობილი ზვიად ნაზღაიძისთვის კომპენსაციის გადაცემაზე კვლევა დღეს გამოაქვეყნა. საია-ს კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა.

ოპოზიცია თბილისის მერიას მოსამართლე ნატა ნაზღაიძისთვის ქრთამის სახით მიწის ნაკვეთის გადაცემას ედავება. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საკრებულოში დაიბარეს, თუმცა, ნარმანიამ მისვლაზე უარი განაცხადა.

კომენტარები ()