imedi /  20 მარტი 2017, 16:19 / სანდო წყარო

ალექსანდრე ჯეჯელავამ ნოვრუზობა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მიულოცა

ალექსანდრე ჯეჯელავა ნოვრუზ ბაირამის
დღესასწაულზე

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ამ დღესთან დაკავშირებით მარნეულის მეორე საჯარო სკოლში საზეიმო ღონისძიებები გიმართა. დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა.

ნაციონალურ საკრავებზე შესრულებული ტრადიციული სიმღერები და ცეკვები, ქუჩაში გაშლილი სუფრები - ასე შეხვდნენ ადგილობრივები ახალი წლის, ტრადიციის მიხედვით კი ბუნების გამოღვიძების დღესასწაულს.

ნოვრუზ ბაირამს სამიათასწლოვანი ისტორია აქვს. ეთნიკური აზერბაიჯანელები დღესასწულს 14-დან 22 მარტამდე აღნიშნავენ. მთავარი ღონისძიებები მარნეულში 21 მარტს გაიმართება.

კომენტარები ()