imedi /  20 მარტი 2017, 16:33 / სანდო წყარო

კახეთში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში ხანძარს 1 კაცი ემსხვერპლა, დამწვრობა მიიღო 11 წლის გოგომ, 8 წლის ბიჭმა და მათმა დედამ. ბავშვები თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებული. ბავშვების დედა კი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.  

სოფლის გამგებლის წარმომადგენელი სოლომონ გრძელიშვილის ინფორმაციით, ასაკოვანმა კაცმა სახლს ცეცლხი მაშინ წაუკიდა, როცა ოჯახს ეძინა. როგორც გრძელიშვილი ამბობს, ოჯახი ამ კაცთან მას შემდეგ ცხოვრობდა, რაც მას შვილი გარდაეცვალა. 

"შვილი დაეღუპა და ეს ოჯახი თავისთან წაიყვანა, მომხედეთ და სახლს დაგიმტკიცებთო. უკვე 7 წელია ერთად ცხოვრობდნენ. ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა. რა გახდა ამის მიზეზი უცნობია. ბავშვების მამა ხანძრის შედეგად გარდაიცვალა," - ამბობს სოლომონ გრძელიშვილი.

მისი განმარტებით, ხანში შესულმა მამაკაცმა მომხდარის შემდეგ ვენახში თივის ზვინს წაუკიდა ცეცხლი და თვითმკვლელობა სცადა. მოხუცი კაცი სხეულის მძიმე დამწვრობით რეანიმაციაში იმყოფება.

კომენტარები ()