imedi /  20 მარტი 2017, 17:39 / სანდო წყარო

ძლიერი ქარის გამო დიღომში მანქანას ხე დაეცა

ძლიერი ქარის გამო, დიღომში, "გუდვილთან" მანქანას ხე დაეცა. ინფორმაციას სააგენტო IPN ავრცელებს. 

სააგენტო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ყველაზე მეტი გამოძახება დიდი დიღმიდან და გლდანიდან ფიქსირდება. გამოძახებების ძირითადი მიზეზი ხის ტოტების მოტეხვაა.

კომენტარები ()