imedi /  20 მარტი 2017, 17:51 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იბრაჰიმ რაჰიმფურს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე ილაპარაკეს და მიმდინარე წლის განმავლობაში თანამშრომლობის განვითარების გეგმები განიხილეს.

ოფიციალური შეხვედრისას, მინისტრების მოადგილეებმა, აგრეთვე, განიხილეს საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. დავით ზალკალიანმა  იბრაჰიმ რაჰიმფურს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

კომენტარები ()