imedi /  20 მარტი 2017, 20:20 / სანდო წყარო

რუსთავში ძლიერმა ქარმა ფიჭვის ხე წააქცია. ვიდეო

რუსთავში, სპორტის ქუჩა #2-ის მიმდებარედ, ძლიერი ქარის გამო, ფიჭვის ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. 

აღნიშნულ მისამართზე, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ოფისი მდებარეობს.

რუსთავში რამდენიმე კორპუსის სახურავიც დაზიანდა. ადგილზე რუსთავის მერი დავით ჯიქია მივიდა. ვიდეოს მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 
 

 

 

  ​ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც. დღისით, დიღომში, "გუდვილთან" მანქანას ხე დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

კომენტარები ()