imedi /  20 მარტი 2017, 18:54 / სანდო წყარო

ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე შენობის სახურავი დააზიანა

გორი

ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე შენობის სახურავი დააზიანა, მათ შორის სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსისა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კერძო სახლის.

მცხოვრებლები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ზარალის შესწავლა უკვე დაიწყეს.

გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ დასკვნის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულებს. 

კომენტარები ()