imedi /  20 მარტი 2017, 19:00 / სანდო წყარო

ქალთა შორის ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილი გახდა

ბელა ხოტენაშვილი
საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა რიგით 74-ე ჩემპიონატი ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრი 11 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა. ასპარეზობა ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში წრიული სისტემით მიმდინარეობდა.

9 ტურში ხოტენაშვილმა 7 ქულა დააგროვა და  მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მეორე ადგილზე ნინო ხურციძე გავიდა. მესამე პოზიცია კი სალომე მელიამ დაიკავა. საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი მოჭადრაკეები, ხოტენაშვილი, ხურციძე და მელია 10-დან 23 აპრილის ჩათვლით ლატვიაში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

კომენტარები ()