imedi /  20 მარტი 2017, 19:48 / სანდო წყარო

ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებულთა მშობლები უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ხვდებიან

შეხვედრა დაკავებულების მშობლებსა
და დეპუტატებს შორის

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირების მშობლები აჭარის უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების დეპუტატებს ხვდებიან.

შეხვედრა ბათუმში, სახალხო დამცველის ოფისში კამათის ფონზე მიმდინარეობს. დაკავებული პირების მშობლები მათი შვილების უდანაშაულობაზე ლაპარაკობენ. ისინი არ უარყოფენ აქციაზე მათ ყოფნას, მაგრამ წარდგენილ ბრაალდებას არ ეთანხმებიან. დაკავებულების მშობლები მათი შვილების გათავისუფლებას მოითხოვენ.

დეპუტატების განცხადებით, ნებისმერი ადამიანი, ვისი უდანაშაულობაც დამტკიცებდა ის გათავისუფლდება. დეპუტატების თქმით, სასამართლო არ იქნება პოლიტიზირებული და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. 

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, დღეს სასამართლომ  კიდევ სამი პირი დააჯარიმა.

კომენტარები ()