imedi /  20 მარტი 2017, 20:37 / სანდო წყარო

ძლიერი ქარის გამო თბილისის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 722222.

კომენტარები ()