imedi /  20 მარტი 2017, 22:20 / სანდო წყარო

ღამით ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის

საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, - იუწყება სააგენტო ipn-ი გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრზე დაყრდნობით.  

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე წუთის წინ ქარის სიჩქარემ 32 მეტრი წამში შეადგინა. ძლიერი ქარი, ქვეყნის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღის მეორე ნახევარში გამოძახებებმა იმატა, თუმცა ამ დროის მონაცემებით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

კომენტარები ()