imedi /  21 მარტი 2017, 00:58 / სანდო წყარო

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე კორპუსს სახურავი გადააძრო

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა.

არსებული ინფორმაციით, სამტრედიის ქუჩაზე ქარმა კორპუსს სახურავი გადააძრო, შედეგად 2 მანქანა დაზიანდა. 

ძლიერმა ქარმა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მშენებარე კორპუსის სახურავის თუნუქები გადმოყარა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე, ხოშარაულის ქუჩაზეც, პროფილაქტიკის დაწესებულებას ქარმა სახურავი მოხადა. 

ნაძალადევის რაიონში კი ქარისგან დაზიანებული ხეები, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ პრევენციის მიზნით მოჭრა.

კომენტარები ()